– დღეს საჭირო სიგნალები მივიღე, რომ ამერიკა ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს განიხილავს

საჭირო სიგნალები მივიღე, რომ ამერიკა ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს განიხილავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს საჭირო სიგნალები მივიღე, რომ ამერიკა ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს განიხილავს. მადლობა“, – წერს ზელენსკი.
მან აღნიშნა, რომ ტრამპთან დეტალურად განიხილა ენერგეტიკის მდგომარეობა და საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობები. მისი თქმით, ტრამპი კიევში და სხვა რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ კითხულობდა.
„მსოფლიო ხედავს, რას შვება , როგორ ცდილობს იმით სარგებლობას, რომ მსოფლიოს ლიდერები ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების შესაძლებლობაზე არიან კონცენტრირებული. დიდი შანსებია იქ იმისა, რომ შეთანხმება იმუშავებს. რაც უფრო მეტი მშვიდობაა, რაც უფრო მეტი უსაფრთხოებაა ერთ რეგიონში, მით უფრო მეტ შესაძლებლობებს აძლევს ეს ყველას მსოფლიოში…
სამწუხაროდ, ისეთი ტერორისტია, რომელიც უფრო ძლიერად დარტყმის ნებისმიერ შესაძლებლობას ეძებს“, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!