ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კირქვის მოპოვებისთვის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი იზრდება

კირქვის მოპოვებისთვის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი იზრდება - მოსაკრებლის განახლებული განაკვეთი 14 თეთრის ნაცვლად, 28 თეთრით განისაზღვრება.
ამასთან დაკავშირებით პარლამენტი დაჩქარებული წესით“ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.
ინიციატორთა განმარტებით, კირქვა ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გამოყენებადი ბუნებრივი რესურსია და მისი მომპოვებელი სექტორი საქართველოში მზარდი ტენდენციით ხასიათდება.
„ადგილობრივი რესურსის მოპოვების მოსაკრებელი ადგილობრივ ბიუჯეტში მიიმართება. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია რესურსის მოპოვებითი საქმიანობს შედეგად იმ მუნიციპალიტეტების საშემოსავლო ნაწილი გაიზარდოს, სადაც რესურსების მოპოვების არეალი მდებარეობს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კონსულტაცია გავიარეთ მომპოვებელთა სექტორთანაც“, - განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.