ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კირილ ბუდანოვის ცოლი მოწამლეს | უკრაინული მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის მეუღლე მოწამლეს. მარიანა ბუდანოვა საავადმყოფოშია.
ინფორმაციას RBC-უკრაინა სპეცსამსახურების წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ჯანმრთელობის ხანგრძლივი გაუარესების შემდეგ ბუდანოვა საავადმყოფოში გადაიყვანეს და მკურნალობის კურსი უკვე მთავრდება, თუმცა ქალი კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. წყაროს ინფორმაციითვე, ქალს ორგანიზმში ისეთი მძიმე მეტალები აღმოაჩნდა, რომლებიც ყოველდღიურობაში არ გამოიყენება, რაც სავარაუდო მოწამვლაზე მიუთითებს.
მიმდინარეობს გამოძიება მკვლელობის მცდელობაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.