არქივი30 ივნისი, 2025, 23:28
კით კელოგი: რუსეთმა ვერ უნდა გააგრძელოს დროის გაწელვა, მაშინ, როცა ის უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს

"პესკოვის ბოლო განცხადებები მოლაპარაკებების მდგომარეობის შესახებ ორუელისეულია. რუსეთის მტკიცება, თითქოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს აშშ და უკრაინა აფერხებენ, უსაფუძვლოა. პრეზიდენტი ტრამპი თანმიმდევრულად და მტკიცედ ცდილობს ომის დასრულებისკენ პროგრესის მიღწევას.
ჩვენ დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ და ომის დასასრულებლად სამმხრივი მოლაპარაკებებისკენ მოგიწოდებთ. რუსეთმა ვერ უნდა გააგრძელოს დროის გაწელვა, მაშინ, როცა ის უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს" - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლიმა, კით კელოგმა სოციალურ ქსელში
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.