ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიეზა შეიძლება კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს

"იუვენტუსის" 26 წლის შემტევი ფედერიკო კიეზა შეიძლება "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს.
"რეპუბლიკას" ცნობით, კიეზას "იუვენტუსთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ნეაპოლური კლუბი მზადაა 30 მილიონი ევრო გადაიხადოს და მომავალ კვირაში მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. მისი სამსახურით აგრეთვე "რომაა" დაინტერესებული.
კიეზამ გასულ სეზონში სერია A-ს 33 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.