ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიევში რუსული ძალების დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა

კიევში რუსული ძალების დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა

კიევში რუსული ძალების დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანია დაშავებული, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის 4 ბავშვია.
უკრაინის დედაქალაქის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
შეგახსენებთ, რუსებმა 28 აგვისტოს ღამეს უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით მასიური შეტევა განახორციელეს. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთმა უკრაინას 629 საჰაერო თავდასხმის ობიექტით შეუტია.
საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 598 დრონი, „კინჟალის“ ტიპის 2 რაკეტა, „ისკანდერ-მ“ ტიპის 9 ბალისტიკური რაკეტა და Х-101-ის ტიპის 20 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.