კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა

რუსებმა უკრაინის დედაქალაქ კიევს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მასშტაბური შეტევის შედეგად ზიანი კიევის სულ მცირე ექვს რაიონში დაფიქსირდა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, საცხოვრებელი შენობები, ავტომობილები და მეტროს ლიანდაგები.
„მტრის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ექიმების ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 20 ადამიანი. მათგან 16 ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.
დაზიანების ადგილებში ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა – ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ იქცნენ რუსოფობებად ახლა და არა მაშინ

“300-400 მდიდარი, გაზულუქებული, ყაჩაღი გვაშინებს, გვერევა დანარჩენ სამ მილიონს – გათითოკაცებულები ვართ, ჩმორად, მშიშარად, მხდალად…“- რა წერია წერილში, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ციხიდან ავრცელებს