არქივი1 ივნისი, 2025, 10:39
ბრიანსკის ოლქში ხიდის ჩამონგრევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 70-მდე დაშავდა

რუსეთის ბრიანსკის ოლქში ხიდი, რომელზეც ავტომობილები იმყოფებოდნენ, ჩამოინგრა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა და 70-მდე დაშავდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ხიდის ჩამონგრევის დროს მის ხიდის ქვეშ სამგზავრო მატარებელი გადიოდა.
რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბოგომაზმა ტელეარხ „როსია 24“-ის ეთერში განაცხადა, რომ მომხდარის მიზეზი აფეთქება გახდა.
მისივე ინფორმაციით, მატარებელში, რომელიც ხიდის ქვეშ გადიოდა 388 მგზავრი იმყოფებოდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.