არქივი13 დეკემბერი, 2023, 01:58
კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა და საჰაერო განგაში გამოცხადდა
კიევში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა, რის შემდეგაც დედაქალაქსა და რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, განგაში გამოცხადდა ჩერნიგოვის ოლქშიც.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა მოსახლეობა კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში სარაკეტო საფრთხის შესახებ გააფრთხილა.
მოგვიანებით, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დედაქალაქის დნეპრის რაიონში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მანქანები იწვა. მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.