ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიევის ოლქში საწარმოში იერიშის შედეგად გაჩენილ ხანძარს 24 საათია ვერ აქრობენ

კიევის ოლქში 12 ივნისის იერიშის შედეგად გაჩენილ ხანძარს 24 საათია, რაც ვერ აქრობენ.
უკრაინის გადაუდებელ ვითარებათა სამსახურში 13 ივნისის გამთენიისას დაწერეს, რომ ცეცხლის ჩაქრობას აგრძელებენ. ადგილზე მიშაობს 249 მაშველი და 100-მდე სახანძრო ტექნიკა.
უცნობია თუ ზუსტად რა ობიექტი იწვის. გასულ დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ მათ იერიშები მიიტანეს საჰაერო ინფრასტრუქტურასა და თვითმფრინავების სადგომებზე, ასევე უპილოტო კატერების ქარხნებსა და უცხოელი მებრძოლების განთავსების ადგილებზე.
ხანძრის სიდიდან გამომდინარე, ობიექტის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, დიდი რაოდენობით აალებადა ნივთიერებები მდებარეობდა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.