არქივი20 ივლისი, 2025, 22:34
კიევის მიერ სანქცირებულთა სია გაფართოვდა

კიევის მიერ სანქცირებულთა სია გაფართოვდა. Ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას სანქცირებულთა სიაში კიდევ 5 პირის შეყვანის შესახებ, მათგან ორი რუსია, სამი კი უკრაინელი.
• იულია ლატინინა - რუსი ჟურნალისტი და მწერალი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას მხარს უჭერს და ამბობს, რომ „უკრაინა საკუთარი ტერიტორიების ამპუტაციას უნდა შეეგუოს.“
• ტატიანა აქსენენკო - რუსი სამხედრო პროპაგანდისტი, არხის „«Архангел Спецназа» ადმინისტრატორი.
• გენადი ბალაშოვი - ბიზნესმენი, პარტია „5.10“-ის ლიდერი, ყოფილი სახალხო დეპუტატი და პრეზიდენტობის კანდიდატი (2019)
• ნატალია კოროლევსკა - იანუკოვიჩის მთავრობის სოციალური პოლიტიკის ყოფილი მინისტრი და ყოფილი პარლამენტარი.
• ანდრეი სერებრიანსკი - ბლოგერი და ტელეწამყვანი, რომელიც 2019 წელს რადას დეპუტატობაზე იყრიდა კენჭს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.