ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიევზე დრონებით მასშტაბური შეტევის შედეგად 53 ადამიანი დაშავდა

გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის დედაქალაქს ათეულობით საბრძოლო დრონით შეუტია. აფეთქებების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, დაშავდა 53 ადამიანი, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანა 20 ადამიანს დასჭირდა, დაშავებულთა შორის კი არიან ბავშვებიც.
დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა არაერთ საცხოვრებელ სახლში, მაშველებმა კი 17 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. დაშავებულთა უმრავლესობამ დაზიანებები მიიღო აფეტქების ტალღით გამოწვეული ფანჯრების მსხვრევისას.
რუსეთმა კიევს დრონებით იმ დროს შეუტია, როცა უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის თემაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.