ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, კიდევ ერთხელ ბოდიში” – მეგი გოცირიძე

16
ნაცმოძრაობის წევრი, ყოფილი პარლამენტარი, მეგი გოცირიძე:
,,თამუნა ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა იცის, რომ გარკვეული პერიოდი არ ვცხოვრობ თბილისში და ამიტომ , ფიზიკურად ვერ ვდგავარ მის გვერდით. როგორც კი დავბრუნდები, რაღა თქმა უნდა გვერდით დავუდგები ისევე, როგორც აქამდე, ჩემს საყვარელ, გულ და შვილმოკლულ დედას, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ ეს მკვლელებისა და ბანდიტების რუსული ოცნება ამ საქმეს არ გახსნის საჯაროდ, თორემ გასახსნელიც არაფერია, ჩვენს თვალწინ გაიხსნა ეს საქმე მალევე, როგორც კი ყველა კამერის ჩანაწერები ვიხილეთ , მწყემსების ჩვენებები მოვისმინეთ, შემოგდებული შეყვარებული გავიცანით , ვნახეთ თუ როგორ მიჰყვებოდა სახლიდან გატყებულ თამუნას, ბინძური ხარებას მანქანა და დიახ, მანამ-სანამ ხარება არ დაჯდება საბრალდებო სკამზე და ხიხოს სამართლისგან თავისუფალი პროკურატურა, გამოძიება და დამოუკიდებელი სასამართლო არ დაინტერესდება ამ მკვლელობის გახსნით, მკვლელი ხარებას მონაწილეობით, მანამ არ გაიხსნება ბანდიტების ქოლცენტრს შეწირული ლამაზი , ჭკვიანი, მოსიყვარულე , პერსპექტიული გოგოს წამებით სიკვდილი და მასთან ერთად მისი მშობლების სიცოცხლეშივე მოკვდინება.. ერთი სიკვდილია, როცა შვილს გიკლავენ და მეორე, როცა სამართალს ვერ პოულობ.
პ.ს. ჩემი სოლიდარობა რეჟიმის მიერ მოკლულ თამუნას გულმოკლულ მშობლებს და კიდევ ერთხელ ბოდიში”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.