ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიდევ ერთი ქართველი სერია A-ში - გოგლიჩიძე მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის

ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ "ტორპედოსა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 19 წლის მცველი საბა გოგლიჩიძე კარიერას იტალიაში გააგრძელებს.
გოგლიჩიძის სამსახურით სერია A-ს რამდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული, თუმცა დი მარციოს მტკიცებით, ის მალე "ემპოლიში" გაივლის სამედიცინო შემოწმებას.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგლიჩიძის ტრანსფერზე "ემპოლის" ყოფილი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე მუშაობდა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.