არქივი4 იანვარი, 2024, 20:24
გოგლიჩიძე დღეს "ემპოლიში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის
calciostyle-ს ცნობით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 19 წლის ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე, რომელმაც "ტორპედო" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, უკვე იტალიაშია და დღეს "ემპოლიში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
ამის შემდეგ "ემპოლი" გოგლიჩიძეს 3.5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს და ის მაშინვე შეუერთდება აურელიო ანდრეაცოლის გუნდს. თუმცა, tuttomercatoweb-ის მტკიცებით, საბუთების მოწესრიგებას რამდენიმე დღე დასჭირდება.
"ემპოლი" 18 ტურის შემდეგ 13 ქულით სერია A-ში მე-19 ადგილზეა და 7 იანვარს "მილანს" უმასპინძლებს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.