„კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი ხაზს უსვამს ოკუპაციის სიმძიმეს“ — პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაიას დაღუპვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა, რაც ხაზს უსვამს ოკუპაციის სიმძიმეს.
„დღეს, ადამიანის უფლებების დაცვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისითაც შევხედოთ, რომ ოკუპაცია გულისხმობს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას, არამედ უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას იმ რეგიონებში, რომელიც ოკუპაციის ქვეშ არის. ეს არის ის ზონა, რომელიც მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს მიერ აღიარებულია, რომ არის ს ეფექტური კონტროლის ქვეშ. შესაბამისად, ოკუპაციის გამოწვევა ამ მხრივაც არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მძიმე მდგომარეობა არის“, — განაცხადა პაპუაშვილმა და სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ოჯახს.
„ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ოკუპაცია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს”, — დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.