შალვა პაპუაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის დაღუპვაზე – კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ოკუპაციის სიმძიმეს – გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, ოკუპაცია რაც შეიძლება მალე დასრულდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი ცემის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდარი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოკუპაციის დროულად დასრულება.
“კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ოკუპაციის სიმძიმეს. დღეს, ადამიანის უფლებების დაცვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისითაც შევხედით, რომ ოკუპაცია არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას, არამედ უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას გულისხმობს იმ რეგიონებში, რომელიც ოკუპაციის ქვეშ არის. ეს არის ის ზონა, რომელიც მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს მიერ აღიარებულია, რომ არის რუსეთის ეფექტური კონტროლის ქვეშ. შესაბამისად, ოკუპაციის გამოწვევა ამ მხრივაც არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მძიმე მდგომარეობა არის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ოკუპაცია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. კარბაია საავადმყოფოში გადაყვანისთანავე დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს