ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიდევ ერთი მარში თბილისში – მოქალაქეები 1992 წლის 2 თებერვალს ჩაცხრილულებს იხსენებენ

კიდევ ერთი მარში თბილისში – მოქალაქეები 1992 წლის 2 თებერვალს ჩაცხრილულებს იხსენებენ

დღეს ხალხი შეიკრიბა თამარ მეფის ხიდზეც. თბილისში დღეს იმ 23 ადამიანს იხსენებენ, ვინც მხედრიონმა 1992 წლის 2 თებერვალს ჩაცხრილა.
დაღუპულების ხსოვნას პატივს მიაგებენ ცეცხლსასროლი იარაღით დაშლილი აქციის გადარჩენილი მონაწილეებიც. ისინი დღეს სიმბოლურად იმ გზას გაივლიან, რომელიც 2 თებერვალს ჩაცხრულილ დემონტრანტებს უნდა გაევლოთ.
მოქალაქეები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს, ამბობენ, რომ დღესაც, 1992 წლის მსგავსად, რუსული რეჟიმი იმ თავისუფალ მოქალაქეებს ებრძვის, რომლებიც საპროტესტო აქციებზე დგანან.
1992 წელს თამარ მეფის ხიდზე 23 მომიტინგე დაიღუპა, 186 კი დაშავდა. მოკლულებს შორის იყო 16 წლის მედროშე – მამუკა ტერაშვილი.
საქართველოს თავისუფლებისთვის მოკლული ტერაშვილის ძმა ახლა “ქართული ოცნების” რეჟიმს ჰყავს დაპატიმრებული და სამშობლოსთვის ბრძოლას არ პატიობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.