ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შსს კიდევ ერთ გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით

შსს კიდევ ერთ გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 თებერვალს, დღის ოთხ საათზე თბილისის შემოსასვლელთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მეორე გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს - პირველი გაფრთხილება უწყებამ პირველი თებერვლის საღამოს გამოაქვეყნა. დღეს დაგეგმილი აქცია თბილისი მოლთან იმართება და მან შესაძლოა საავტომობილო გზის პარალიზება გამოიწვიოს - აქციის დაანონსების შემდეგ სახელმწიფომ დაჩქარებულად მიიღო კანონი, რომლითაც გზების გადაკეტვა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი დღეა განცხადებებით მოქალაქეებს სწორედ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ აფრთხილებს:
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია აქციის მონაწილეები გეგმავენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას.
აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ , რომ „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.
სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით" - ნათქვამია შსს-ს 2 თებერვალს, 14:16 გავრცელებულ განცხადებაში.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.