კიბერსფეროში გლობალური წყვეტა შეეხო ავიარეისებს, მედიას, ბანკებს, ტელეკომუნიკაციებს

-ის წამყვანმა ავიაკომპანიებმა პარასკევს თვითმფრინავების მიწაზე გაჩერების ბრძანება გასცეს და ამის მიზეზად საკომუნიკაციო საკითხებში არსებული შეფერხება დაასახელეს. მედიაკომპანიები, ბანკები და ტელეკომუნიკაციათა ფირმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ასევე იუწყებიან გათიშვებზე, რომლებიც მათ მუშაობას აფერხებს.
გათიშვას ფართო მასშტაბი აქვს. ესპანეთი თავის ყველა აეროპორტში არსებულ “კომპიუტერულ ინციდენტზე” იუწყება, ევროპის მსხვილი ავიაკომპანია Ryanair-ი მგზავრებს აფრთხილებს პოტენციურ წყვეტებზე, რომლებიც შესაძლოა შეეხოს “ქსელში მომუშავე ყველა თვითმფრინავს”.
ავსტრალიაში გათიშვა შეეხო მედიას, ბანკებსა და ტელეკომუნიკაციების კომპანიებს. მთავრობა აცხადებს, რომ ინციდენტი შესაძლოა უკავშირდებოდეს პრობლემას გლობალური კიბერუსაფრთხოების ფირმა Crowdstrike-ში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან