გლობალური შეფერხების გამო, Wizz Air მგზავრებს მოუწოდებს, აეროპორტში გამგზავრებამდე მინიმუმ 3 საათით ადრე მივიდნენ

Wizz Air მგზავრებს მოუწოდებს, აეროპორტში გამგზავრებამდე მინიმუმ 3 საათით ადრე მივიდნენ. მიზეზად კომპანია IT ტექნოლოგიების გლობალურ შეფერხებას ასახელებს.
“დღეს, როგორც ყველა სხვა ავიაკომპანია, Wizz Air-იც განიცდის მწვავე ტექნიკურ გამოწვევებს გლობალური IT სისტემის მუშაობის შეფერხების გამო. Wizz Air-ის მომხმარებლებს შესაძლოა პრობლემები შეექმნათ ავიაკომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით […]
მიმდინარე შეფერხების პერიოდში, მგზავრებს ვთხოვთ, გამგზავრებამდე მინიმუმ 3 საათით ადრე გამოცხადდნენ აეროპორტში, რათა შეძლონ რეგისტრაცია, უსაფრთხოებისა და საპასპორტო კონტროლის პროცედურების სწრაფად გავლა. აეროპორტში უფასო რეგისტრაცია ხელმისაწვდომია ყველა მგზავრისთვის”, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.
ამჟამად,შეფერხებით მუშაობს Wizz Air-ის ვებსაიტი და მობილური აპლიკაცია, დაჯავშნის სისტემა, ონლაინ-შემოწმების სისტემა, ჩასხდომის ბარათის ჩვენება და საკონტაქტო ცენტრები – ახალი ჯავშნები და არსებულში შეტანილი ცვლილებები.
IT ტექნოლოგიების გლობალური შეფერხების გამო, მსოფლიოს მასშტაბით გადაიდო ფრენები, შეჩერდა საბანკო გადარიცხვები და გაითიშა ჯანდაცვის სისტემები, ზოგიერთი ტელეკომპანია კი მაუწყებლობას ვერ ახერხებს.
კომპანიებს შორის, რომლებსაც შეფერხება შეეხო, „ამერიკის ავიახაზები“, „გაერთიანებული ავიახაზები“ და „დელტა ავიახაზებია“, რომლებმაც განაცხადეს, რომ კომუნიკაციის სისტემების პრობლემის გამო ფრენები გაუქმდა. როგორც Reuters-ს წერს, მსხვილი კომპანიების აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა Microsoft-ის განმარტება, რომ პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ.
გამოცემა წერს, რომ ყველაზე მეტად ხარვეზმა ტურისტული ინდუსტრია დააზარალა, შეფერხებებია ტოკიოს, ამსტერდამის, ბერლინის და ესპანეთის რამდენიმე აეროპორტშიც. მომხმარებლებს ჯავშნების სისტემაში ხარვეზზე შეატყობინა Ryanair-მაც.
ამავე თემაზე:
· გლობალური შეფერხების გამო ქუთაისი-ბერლინის რეისი პოზნანში დაეშვა

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს