კვარაცხელიას ცეკვამ „ნაპოლი“ დაამშვიდა, მაგრამ გამოკვლევებს მაინც ჩაუტარებენ – იტალიური მედია

„ნაპოლი“ დარწმუნებულია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ არის, თუ მატჩის შემდეგ მის ცეკვას გავითვალისწინებთ, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, იტალიის ჩემპიონატის შემდეგი ტურის მატჩი გამოტოვოს – ამის შესახებ იტალიური გამოცემები წერენ.
„ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის გამო შესაცვლელი გახდა და საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ის პლეი ოფის წარმატებულ ფინალში გუნდს ბოლომდე ვერ დაეხმარა, მაგრამ მატჩის შემდგომ მისმა ცეკვამ გუნდი დაამშვიდა. ქართველი ფორვარდი კოჭლობდა მას შემდეგ, რაც საბერძნეთთან შეხვედრის დამატებით დროში მარცხენა ბარძაყის კუნთი დაეჭიმა. ამის გამო მან გამოტოვა დრამატული პენალტების სერია, რომელმაც საქართველოს ნაკრები კონტინენტის მთავარ საფეხბურთო ტურნირზე პირველად გაიყვანა. „ნაპოლიში“ თავიდან ვარაუდობდნენ, რომ კვარაცხელიას საზარდულის ტრავმა აწუხებდა, მაგრამ ვნახეთ, კვარა გასახდელში ტრადიციულ ქართულ ცეკვას რომ ასრულებდა და ამ კადრებმა ყველა დაამშვიდა“.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!