არქივი29 მარტი, 2024, 14:38
Sky Sport: კვარაცხელიას ძალიან უნდა "ატალანტასთან" ითამაშოს, მაგრამ...
ყველა იტალიური გამოცემა იტყობინება, რომ 30 მარტს ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის გამო "ნაპოლის" "ატალანტასთან" მატჩში ვერ დაეხმარება.
კლუბის საიტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ დღეს კვარაცხელიამ ჯერ სატრენაჟორო დარბაზში, შემდეგ კი მოედანზე ინდივიდუალურად ივარჯიშა.
Sky Sport-ის ცნობით, ხვიჩას ძალიან უნდა ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ მარცხენა ბარძაყის კუნთის დაჭიმულობა აქვს და სამწვრთნელო შტაბმა გარისკვა საჭიროდ არ მიიჩნია.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.