კვარაცხელიას კონტრაქტი “ნაპოლისთან” ჯერ არ გახანგრძლივდება – Gazzetta dello Sport-ი დეტალებზე, როგორ ცდილობდა ჯუღელი დე ლაურენტისთან შეხვედრას და რატომ მოუწია მას საქართველოში დაბრუნება

კვარაცხელიას კონტრაქტი “ნაპოლისთან” ჯერ არ გახანგრძლივდება – Gazzetta dello Sport-ი დეტალებზე, როგორ ცდილობდა ჯუღელი დე ლაურენტისთან შეხვედრას და რატომ მოუწია მას საქართველოში დაბრუნება
Gazzetta dello Sport-ის დღევანდელი გამოცემა წერს, რომ “ნაპოლი” ს აგენტთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე ამ ეტაპზე მოლაპარაკებას არ აწარმოებს.
წყაროს ცნობით, მამუკა ჯუღელს ამის იმედი სეზონის დასაწყისში ჰქონდა, თუმცა საწადელს ვერ მიაღწია.
“კვარაცხელიას ბევრი ტოპ-ევროპული კლუბი აქებს, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული სატრანსფერო ინიციატივა არ ჩანს.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ხვიჩას “რეალი”, “ბაიერნი” და “ბარსელონა” აკვირდებიან, თუმცა არ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ეს კლუბები “ნაპოლის” ან ფეხბურთელის აგენტს, მამუკა ჯუღელს გაესაუბრნენ.
ჯუღელს კარგად ესმის, რომ დე
ლაურენტისთან ურთიერთობის საუკეთესო გზა არის ის, რომ მას არაფერი აიძულო. მან არაპირდაპირი გზით სცადა პრეზიდენტთან შეხვედრა.
მან მთელი აგვისტო ნეაპოლში გაატარა და პირველ რამდენიმე თამაშსაც დაესწრო იმ იმედით, რომ დე ლაურენტისი მას მიიღებდა.
კარგი იქნებოდა, თუ ახალი კონტრაქტის დეტალები თეორიულად მაინც იქნებოდა განხილული, მაგრამ არა მხოლოდ შეხვედრა არ შემდგარა, არამედ კლუბმა იმის უფლებაც მისცა საკუთარ თავს, რომ ახალი კონტრაქტის შესახებ არსებული ყოველგვარი მოლაპარაკება უარეყო. ამიტომ ჯუღელი საქართველოში დაბრუნდა, რომ სიტუაცია დამშვიდებულიყო”, – წერს Gazzetta dello Sport-ი.
ლაურენტისი არის ბისნესმენი, მულტი მილიონერი, ესე იგი გაქნილი, გაიძვერაც და ჭკვიანი. ხვიჩასთან დადებული აქვს მრავალწლიანი კონტრაქტი. იქნებ ვინმემ მითხრას მინიმუმ 2 ან 3 წელი რატომ უნდა შეცვალოს კონტრაქტი? რაც შეეხება ჯუღელის შეცდომას, კონტრაქტში უნდა ჩაწერილიყო გამოსასყიდი თანხა როგორც კიმ მინჯეს შემთხვევაში და ასევე რადგან საკმაოდ დაბალი ხელფასი იყო უნდა ყოფილიყო ბონუსები ჩატარებულ თამაშებზე, გოლებზე , ასისტებზე და ასე შემდეგ. მოკლედ ჭამა ჯუღელმა და ვინც იმას ელოდება რომ ლაურენტისი სხვის სასარგებლოდ რამეს იზამს…ელოდეთ 🙂