“ინსინიეს “ნაპოლიში” დაბრუნება სურს, თუმცა “კვარას” შემცვლელად ყოფნას არ აპირებს” – ცნობილი იტალიური გამოცემა დეტალებზე წერს

“ნაპოლის” ყოფილ ფეხბურთელს ლორენცო ინსინიეს, “პარტენოეპის” რიგებში დაბრუნება სურს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გამოცდილი შემტევი ს შემცვლელად თამაშს არ აპირებს.
გამოცემის ინფორმაციით, ლორენცოს გადაბირებით “ფიორენტინა” და “ლაციოც” ინტერესდებიან.
შეგახსენებთ, ინსინიე MLS-ის კლუბ “ტორონტოში” 2022 წელს, “ნაპოლიდან” გადაბარგდა, ამ პერიოდის განმავლობაში 32 წლის შემტევმა 31 მატჩში 10 გოლის გატანა და 6 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.
ინსინიე “პარტენოპეის” ღირსებას 2010/2022 წლებში იცავდა და დღემდე ნეაპოლელი ქომაგების ერთ-ერთ საყვარელ
მოთამაშედ ითვლება.

ასევე დაგაინტერესებთ