ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კვარაცხელიას და კიეზას თანაგუნდელობა რეალური გახდა - "იუვენტუსმა" ფედერიკო ტრანსფერზე დააყენა

ავტორიტეტული და გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "იუვენტუსმა" გუნდის 26 წლის ნახევარმცველი ფედერკო კიეზა ტრანსფერზე დააყენა. ფეხბურთელი "ვეკია სინიორას" ახალი მწვრთნელის ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის.
ტურინელები ამ პოზიციაზე "ატალანტადან" ასევე 26 წლის ნიდერლანდელის ტეუნ კოპმეინერსის დამატებას აპირებენ.
რაც შეეხება კიეზას, მისი ხილვა "ნაპოლიში" ყოფილ შეგირდ ანტონიო კონტეს სურს და შესაძლოა, ფედერიკოც ხვიჩას თანაგუნდელი გახდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.