ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კვარაცხელიას გადაცემა ლუკაკუმ ვერ გამოიყენა - "ნაპოლიმ" "პალერმო" გაანადგურა

კვარაცხელიას გადაცემა ლუკაკუმ ვერ გამოიყენა - "ნაპოლიმ" "პალერმო" გაანადგურა

იტალიის თასის 1/16-ფინალში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე სერია B-ს „პალერმო“ 5:0 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ანტონიო კონტემ სათადარიგო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე და მაინც ადვილად სძლია მეტოქეს. ხვიჩა კვარაცხელია 76-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. შეხვედრის ბოლოს კვარაცხელიას კარგი გადაცემა რომელუ ლუკაკუმ ვერ გამოიყენა.
"ნაპოლი" მერვედფინალში სტუმრად "ლაციოს" დეკემბერში" შეხვდება.
„ნაპოლი“ სერია A-ში 5 ტურის შემდეგ 10 ქულით მეორე ადგილზეა და 29 სექტემბერს „მონცას“ უმასპინძლებს.
ნაპოლი - პალერმო 5:0
გოლები: 1:0 ნგონჟი (7), 2:0 ნგონჟი (12),
3:0 ჟეზუსი (42), 4:0 ნერესი (70), 5:0 მაკტომინეი (77)
გაძევება: ვასიჩი (59, პალერმო)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.