კესტუტის ბუდრისი - რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად კიევში ლიეტუვის საელჩო დაზიანდა

რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად კიევში ლიეტუვის საელჩო დაზიანდა, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა .
კესტუტის ბუდრისის ცნობით, რუსული რაკეტები კიევში, ლიეტუვის საელჩოს შენობიდან რამდენიმე მეტრში ჩამოვარდა.
„საბედნიეროდ, ჩვენი თანამშრომლები არ დაშავებულან. დღეს ვილნიუსში, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის წარმომადგენელს დაიბარებს“, - წერს ბუდრისი X-ზე.
მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ტერორის დასრულების არანაირი ნიშანი არ არსებობს.
„პასუხი ნათელია: რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება უფრო მკაცრი სანქციების მეშვეობით და უკრაინის მხარდაჭერის გაზრდა“, - აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.