კეროლაინ ლევიტი – პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის სურვილი რუსებმა გამოთქვეს – დონალდ ტრამპი მზად არის, შეხვდეს, როგორც პრეზიდენტ პუტინს, ისე პრეზიდენტ ზელენსკის

პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის სურვილი რუსებმა გამოთქვეს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
„როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, სპეციალური წარმომადგენლის, უიტკოფის, პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრისას დიდი პროგრესი იქნა მიღწეული. პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის სურვილი რუსებმა გამოთქვეს და პრეზიდენტი მზად არის, შეხვდეს, როგორც პრეზიდენტ პუტინს, ისე პრეზიდენტ ზელენსკის“, – განაცხადა კეროლაინ ლევიტმა.
თეთრის სახლის პრესსპიკერმა არ დააკონკრეტა, თუ ვისი ინიციატივა იყო აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების სამმხრივი შეხვედრის ორგანიზება.
„პრეზიდენტ ტრამპს ამ სასტიკი ომის დასრულება სურს“, – აღნიშნა თეთრის სახლის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – გახარიამ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა – ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე – ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის