დონალდ ტრამპი – თუ პირველი შეხვედრა კარგად ჩაივლის, სურვილი მექნება, დაუყოვნებლივ გავუწიოთ ორგანიზება პუტინისა და ზელენსკის შეხვედრას, მეც ვიქნები, თუ ენდომებათ – მასზე შესაძლოა, საკითხის სრულად მოგვარება მოხერხდეს

თუ პუტინთან შეხვედრა კარგად ჩაივლის, სურვილი მექნება, თითქმის დაუყოვნებლივ გავუწიოთ ორგანიზება ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრას. შესაბამისი განცხადება -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა.
“თუ პირველი [შეხვედრა] კარგად ჩაივლის, მალევე მეორე გვექნება, სურვილი მექნება, რომ თითქმის დაუყოვნებლივ გავუწიოთ ორგანიზება – პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის, და მეც ვიქნები, თუ ენდომებათ, რომ დავესწრო.
ეს იქნება შეხვედრა, რომელზეც, შესაძლოა, საკითხის სრულად მოგვარება მოხერხდეს… მაგრამ ზოგიერთი მნიშვნელოვანი რამ უკვე პირველ შეხვედრაზე შეიძლება იქნას მიღწეული.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება, რომელიც საფუძველს მოამზადებს მეორე შეხვედრისთვის. თუმცა, მეორე შეხვედრა შეიძლება არ მოხდეს თუ ვიგრძნობ, რომ სათანადო არ არის მისი ჩატარება, ვინაიდან ის პასუხები არ მივიღეთ, რომლებიც უნდა მიგვეღო. ასეთ შემთხვევაში მეორე შეხვედრა არ იქნება”, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად