ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კეკელიძეზე ფიზიკური დაპირისპირებაა | აღსრულება ბინაში მყოფ პირებს ტერიტორიას ატოვებინებს

კეკელიძის ქუჩაზე, ბინაში ძალადობრივი შესვლის შემდეგ, აღსრულების პოლიციასა და იქ მყოფ მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. ბიუროს თანამშრომლები ბინაში მყოფ პირებს, რომლებიც იქ ხატიაშვილების ოჯახის სოლიდარობის ნიშნად მივიდნენ, ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ, რა დროსაც მათ შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. სამართალდამცველები ადამიანებს ბინას ძალის გამოყენებით ატოვებინებენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოიყენეს გაზიც, თუმცა ოფიციალურად ეს ჯერჯერობით არავის დაუდასტურებია.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.