ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კეკელიძის ქუჩაზე ოჯახი ბინიდან გამოასახლეს | ოჯახის ერთ-ერთი წევრი შეუძლოდ გახდა

კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლება დასრულდა. ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ ბინიდან გამოასახლა. იქამდე კი ადგილზე მოვლენები დაძაბულობისა და დაპირისპირების ფონზე ვითარდებოდა. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ირაკლი კაკაბაძე.
მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით პოლიცია. გამოსახლებისას ცუდად გახდა ოჯახის ერთ-ერთი წევრი. ის სასწრაფომ გადაიყვანა.
იხილეთ:
· კეკელიძეზე ფიზიკური დაპირისპირებაა | აღსრულება ბინაში მყოფ პირებს ტერიტორიას ატოვებინებს;
· აღსრულების პოლიციამ კარი ჩალეწა და ბინაში შევიდა | ვითარება კეკელიძეზე

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.