პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"კეზერამ და მისმა მინიონებმა, მას შემდეგ, რაც ყველაფერში გრანდიოზულად ჩ**სვარეს..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"კეზერამ და მისმა მინიონებმა, მას შემდეგ, რაც ყველაფერში გრანდიოზულად ჩ**სვარეს..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

ჟურნალისტი და პოლიტიკოსი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს მის მიმართ ცილისწამებლური კამპანიის წამოწყების შესახებ: "კეზერამ და მისმა მინიონებმა - მას შემდეგ, რაც ყველაფერში გრანდიოზულად ჩაისვარეს, ცილისმწამებლური კამპანია წამოიწყეს".

"კეზერამ და მისმა მინიონებმა - მას შემდეგ, რაც ყველაფერში გრანდიოზულად ჩაისვარეს, ცილისმწამებლური კამპანია წამოიწყეს, რომ მე "ქართული ოცნება" მაფინანსებს. (ფულის გარეშე ისინი ხომ არარაობები არიან და ვერ ხვდებიან, როგორ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ, მხარდამჭერთა მცირე შემოწირულობებით - უკიდეგანოდ უნიჭო ხალხია.) ამიტომ, "ქართულ ოცნებასთან" შეკვრას მაბრალებენ. კარგად მომისმინეთ: მაგ სიმართლით იაროს კეზერამ, მისმა ოჯახმა, მისმა საყვარელმა ადამიანებმა, მისმა სამეგობრომ (თუ შერჩა ვინმე მწველავების გარდა), ყველამ, სულ ყველამ ვინც უყვარს. ყველა ცილისწამება დაგიბრუნდებათ უკან. ზუსტად ისე, როგორც სააკაშვილს დაუბრუნდა" - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.