თამარ ჩერგოლეიშვილი: მეგობრებო, ხელმოსაწერად მზადაა აშშ ხაზინის სანქციები (ანუ დოლარის სისტემა)

“მეგობრებო, ხელმოსაწერად მზადაა აშშ ხაზინის სანქციები (ანუ დოლარის სისტემა).
ძალაში თუ შევიდა –
სანქცირდებიან უმაღლესი პირები.
პრობლემა არის შემდეგი:
ამ მოღალატე რუსებმა შეიძლება ბანკები აიძულონ არ დაემორჩილონ სანქციებს და მთელი ქვეყნის ეკონომიკა ჩამოშალონ.
ეს შეეხება აბსოლუტურად ყველა ბიზნესს.
ამიტომ, უკლებლივ ყველა უნდა გავიდეთ გარეთ – ყველაზე მეტად ამით უნდა იყოს დაინტერესებული ბიზნესი.
ბიძინა გასაგებია რისთვისაც იბრძვის – ძალაუფლებისთვის.
ბიზნესი ხომ ფულის გამო ულაგდებით?
ხოდა დაიქცევით თუ ცვლილებებს არ დაგვაჩქარებინებთ,” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ის ახმეტელები კი ვინც ამდენი სიკეთის მიუხედავად, მონობაზე და ბატონზე წინ საკუთარ თავსაც ვერ აყენებთ და ერთ სიტყვას ვერ იმეტებთ მის მხარდასაჭერად, მხოლოდ თქვენ კი არა, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს შერცხვებათ ახმეტაში გავლა! “