ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახეთში, 13 წლის გოგოს შესაძლო მოტაცების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

კახეთის ერთ-ერთი სოფლიდან დაკარგულ 13 წლის გოგოს უკვე სამია დღეა ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
გოგონას დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ სამსახურს იმ სკოლის დირექტორმა მიაწოდა, სადაც გოგონა სწავლობდა.
დირექტორმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ სოფელში გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა არ გაუტაცებიათ და ის ქორწინების მიზნით, თანასოფლელ 17 წლის ბიჭთან ერთად “გაიპარა”.
გოგონას მამას ფიქრობს, რომ მისი შვილი მოიტაცეს. რუსთავი 2-თან საუბარში ის ამბობს, რომ გოგონა 28 თებერვლის შემდეგ არავის უნახავს.
“პოლიციელები რამდენი დღეა ეძებენ და არ არის, მეუბნებიან”, – ამბობს დაკარგული გოგონას მამა.
“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, 17 წლის ბიჭი იმ მიკროავტობუსის მძღოლად მუშაობდა, რომელსაც მეზობელი სოფლებიდან სკოლის მოსწავლეები, მათ შორის, დაკარგული გოგო, სკოლამდე მიჰყავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.