სამგორში, წინუბნის დასახლებაში 21 წლის გოგოს მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ლილოს დასახლებაში, 21 წლის გოგოს მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, გოგონას ცხედარი საკუთარი სახლის წინ, დილით, ორმოში იპოვეს.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მოკლულის ახლობელი აცხადებს, გოგონას სავარაუდოდ, გვიან ღამით დაურეკეს, რის შემდეგაც სახლიდან გავიდა. როგორც ოჯახის ახლობელი ჰყვება, ბებიის თქმით, ქეთი ჯავახიშვილი ღამე, 01:30 საათზე ჯერ კიდევ სახლში იმყოფებოდა.
ის ბასრი საგნითაა მოკლული, თუმცა, ოჯახის ახლობლის თქმით, დადგენილი არ არის, აღნიშნული საგანი დანაა თუ არა.
არსებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი სამართალდამცავებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ და მის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
„სახლის წინ სახელოსნო აქვთ, პატარა ორმოსავითაა და იქ იპოვა სახელოსნოში მომუშავემ, მერე დაუძახა მამას და იმან ამოიცნო. დაკავებული არავინ ჰყავთ, ეძებენ, ჯერ არაფერი ვიცით. იპოვიან ალბათ, ვინ დაურეკა, ვინ მიწერა. ეს გოგონა აეროპორტთან ახლოს რაღაც დაწესებულებაში მუშაობდა“, – აცხადებს ახლობელი.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: დაიჭერენ თუ მხოლოდ მოხსნას აკმარებენ ყოფილ დეპუტატ ზარდიაშვილს, რომელიც პარლამენტიდან გაშვების შემდეგ თბილ ადგილას გაამწესეს და რომელსაც, იურიდიული განათლების მქონე პირს, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ეკეთებინა იქ?

Moby: ახლა აქ ვარ, თბილისში, სახლიდან ყველაზე შორს… უკრაინისგან რამდენიმე კილომეტრი გვაშორებს, რუსეთი გვესაზღვრება, ირანი რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ასე, რომ გეოპოლიტიკურად “ცხელი წერტილის“ შუაგულში ვართ