არქივი21 ნოემბერი 2024, 18:55
კახეთში, ქალი, რომელსაც ყოფილმა ქმარმა ქვით სცემა, კლინიკაში დაიღუპა

საგარეჯოში, კლინიკაში დაიღუპა ქალი, რომელსაც ყოფილმა ქმარმა ქვით სცემა. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მამაკაცი უკვე დაკავებულია, საქმეზე კი გამოძიება დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ყოფილ ცოლს 8 დღის წინ სცემა. მამაკაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.