ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახეთში სტიქიამ გაზისა და წყალმომარაგების სისტემები დააზიანა

გადაუღებელი წვიმის შედეგად კახეთში ათეულობით ოჯახი დაზარალდა. ადიდებულია და ჯებირებიდან გადმოდის მდინარეები - ალაზანი, თურდოს ხევი, ჭიჭაყვი და სტორი.
რადიო თავისუფლებას ადგილობრივებმა უთხრეს, რომ თურდოს ხეობაში წყალმა წაიღო სასმელი წყლის მილები და დაიტბორა სათავე ნაგებობა „წიწმატიანის“ სატუმბი სადგური - აქედან სასმელი წყლით მარაგდება თელავის მოსახლეობა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ფშაველში, ლალისყურში, ქვემო ხოდაშენში, ყარაჯალასა და წინანდალში ფერმერებს სხვა პრობლემებიც შეექმნათ.
დატბორილია ხორბლის ყანები, ვენახები, ხეხილის ბაღები, სიმინდისა და მზესუმზირის ნათესები.
თურდოს ხევის ადიდების შედეგად დაზიანდა გაზსადენიც. გაზის მიწოდება შეუწყდა სოფლებს: რუისპირს, იყალთოს და ყარაჯალას.
ადგილობრივები ამბობენ, რომ წლიდან წლამდე ხევების კალაპოტი არ გაწმენდილა, რის გამოც ისინი მუდმივად ზარალდებიან.
თელავის მერიაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ მერიის სამსახურები სტიქიის ზონაში იმყოფებიან, მიმდინარეობს დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ზარალის დათვლა-აღწერა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, თელავის მოსახლეობა, რამდენიმე დღის განმავლობაში, წყალს გრაფიკით 08.00 საათიდან – 12.00 საათამდე მიიღებს.
უამინდობის გამო წყალი არ მიეწოდება ყვარლის ნაწილსაც. გადაუღებელი წვიმების გამო კახეთში თითქმის ყველა მდინარე ადიდებულია. თელავის სოფლებში მოსახლეობის ნაწილი შიშობს, რომ წვიმის გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა საფრთხე დაემუქროს მათ საცხოვრებელ სახლებსაც.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.