არქივი26 მაისი, 2024, 10:39
ძლიერი წვიმისა და ნალექის შედეგად, კახეთში რამდენიმე მდინარე ადიდდა – დაიტბორა მიწის ნაკვეთები და ვენახები
სტიქია კახეთში – ძლიერი წვიმისა და ნალექის შედეგად, რამდენიმე მდინარე ადიდდა. კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ჭიჭაყვი და სტორი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ფშაველში. დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და ვენახები.
ადგილზე გარკვეული ტექნიკა მუშაობს. თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს საკმარისი არაა სათავე- ნაგებობის გასაწმენდად. მათი თქმით, მძიმე ტექნიკის მობილიზების გარეშე, წყლის ნაკადს ვერ შეწყვეტენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.