არქივი28 აგვისტო, 2024, 16:41
კახეთში სამი ადამიანი მოკლეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ადგილობრივები აცხადებენ, რომ 35 წლამდე კაცმა ცოლი და ორი კაცი მოკლა. რადიო თავისუფლებას ინფორმაცია დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა დეტალებზე ჯერ არ ლაპარაკობენ.
შემთხვევის ადგილზე პოლიციის რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
კაცი, რომელიც სავარაუდოდ ბრალდებულია სამი ადამიანის მკვლელობაში, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველები მას მთელ კახეთში ეძებენ.
მასალა განახლდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.