EPDE-ის ანგარიშზე – რეალობას არის აცდენილი და სიმართლეს არ შეესაბამება

დასკვნა რეალობას არის აცდენილი და არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება – რეალობა არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ უთხრა „არა“ მოძალადეებს, აგენტურას ქვეყანაში და ქვეყნის მტრებს გარედან, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, „ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის“ (EPDE) მიერ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დადებული დასკვნის თაობაზე.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ასეთი ტიპის დასკვნა გასაკვირი არ არის იმ ადამიანებისგან, „რომლებიც ქვეყანაში პირველი გამყალბებლები არიან“.
„რატომ გიკვირთ აღნიშნული დასკვნა, თქვენ თვითონ ჩამოთვალეთ ის ადამიანები, ვინც პირველი გამყალბებლები არიან ქვეყანაში და რომლებმაც საპარლამენტო არჩევნების დროს პირდაპირ ISFED -ის გაყალბებაში მიიღეს მონაწილეობა. რა გიკვირთ, რომ ამ ტიპის დასკვნას დებს?
რა თქმა უნდა, რეალობას არის აცდენილი და არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, სიმართლე არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ უთხრა „არა“ მოძალადეებს, აგენტურას ქვეყანაში და ქვეყნის მტრებს გარედან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას