დიფ სთეითის მესვეურებმა სიმართლეს და რეალობას თვალი გაუსწორეს – ლევან მაჭავარიანი

დიფ სთეითის მესვეურებმა სიმართლეს და რეალობას თვალი გაუსწორეს – ლევან მაჭავარიანი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა” ისაუბრა “გახარია საქართველოსთვის” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, პარლამენტში და საკრებულოებში შესვლასთან დაკავშირებით.
მაჭავარიანის თქმით, არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველობამ სიმართლეს და რეალობას თვალი გაუსწორა და გადაწყვიტა, გახარიას პარტიის წევრები პარლამენტში იყვნენ.
“დიფ სთეითის მესვეურებმა როგორც იქნა სიმართლეს და რეალობას გაუსწორეს თვალი. ისინი უკვე კარგად აღიქვამენ, რომ “ქართულ ოცნებას”, შანტაჟის მიუხედავად, ვერანაირ კომპრომისზე ვერ წაიყვანენ, რაც იყო მათი მთავარი გათვლა და რატომაც დატოვეს ქუჩაში ოპოზიცია. შემდეგ ოპოზიციას დემონსტრაციულად კანონი დაარღვევინეს, ლიდერებზე მაქვს საუბარი და თავისი ფეხით შეუშვეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რევოლუციური სცენარების განვითარება- ნახეს, რომ ვერც ლეგიტიმური და ვერც არალეგიტიმური გზით ვერ გვანაცვლებენ და ვერც ამხელა შანტაჟის და ზეწოლის ფონზე ვერ გვადგმევინებ ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯებს და როგორც იქნა, სიმართლეს, რეალობას თვალი გაუსწორეს. შეეგუენ, რომ “ქართული ოცნება” არის ქვეყნის სათავეში.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მხოლოდ “ქართული ოცნება” არის მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი საქართველოში, მშვიდობის შენარჩუნების გარანტი, ჩვენი ტრადიციების, იდენტობის შენარჩუნების გარანტი და განვითარების მთავარი გარანტი, ამ არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას არ სურს, რომ ის კარტებიც ბოლომდე გადაყარონ. 12 დეპუტატი ჰყავთ შემორჩენილი, შავი დღისთვის შემოინახეს და სურთ, ეს 12 დეპუტატი, მათ მიერ მართული ბატონი გახარიას პარტიის წევრები პარლამენტში იყვნენ და იქიდან გააჟღერონ მათი მესიჯ ბოქსი”,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს