კახა კალაძე ჰელსინკის კომისიის სხდომასა და „მეგობარ აქტზე“ – ჩვენ არაფერს ველოდებით – კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას, რომ აშშ-სთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს

10 სექტემბერს ჩანიშნულ ჰელსინკის კომისიის სხდომასთან დაკავშირებით, სადაც ერთ-ერთი მოწმის სახით, საქართველოდან სალომე ზურაბიშვილია მიწვეული, ხელისუფლება არაფერს ელოდება – აშშ-ის ჰყავს ახალი პრეზიდენტი, ახალი ადმინისტრაცია და საქართველო მზად არის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ბევრჯერ გააჟღერა თავისი პოზიცია და ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების მზაობა.
„არაფერს ველოდებით. ჩვენი დამოკიდებულება ძალიან ბევრჯერ გავაჟღერეთ. ბოლოს, პრეზიდენტმა ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას, რომ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს.
კატეგორიულად მიუღებელია წინა ადმინისტრაციის პირობებში არსებული დამოკიდებულება, რომელიც დაფუძნებული იყო ტყუილზე, სიცრუეზე. ბევრი მუქარა მოვისმინეთ, რომელიც გაჯერებული იყო ცილისმწამებლური ინფორმაციით.
თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ამერიკის შეერთებულ შტატებს დღეს ჰყავს ახალი პრეზიდენტი, ახალი ადმინისტრაცია და საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ჩვენი მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, ხოლო მათი მხრიდან, რომ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
პრესრელიზს თბილისის მერია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს