კახა კალაძე ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე – საქართველოსთვის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და ეკონომიკური თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოსთვის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და ეკონომიკური თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, ხოლო აგენტურა, რომელიც გარედან იმართება, ქვეყნის მტრები არიან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „საქართველო ჩინეთთან და აშშ-ის სხვა მეტოქეებთან ურთიერთობებს აღრმავებს“.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ყველა მეზობელი სახელმწიფო ცდილობს ჩინეთთან დაახლოებას.
„ჩვენთვის, ზოგადად, ჩინეთთან პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ დააკვირდებით, ყველა მეზობელი ქვეყანა მიისწრაფვის იმისკენ, რომ ჩინეთთან ჰქონდეს კარგი ურთიერთობები ყველა მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, ეკონომიკური თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ხოლო აგენტურას რა სურვილი აქვს და რა არის მათი მთავარი მამოძრავებელი, ეს უკვე ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ისინი ჩვეულებრივად ქვეყნის მტრები არიან, იმართებიან გარედან, გარე ძალების ინტერესების გათვალისწინებით ასრულებენ ყველა მითითებას, რასაც ეუბნებიან და ავალებენ. მზად არიან, წავიდნენ თუნდაც ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ. აი, ამას წარმოადგენენ ეს ადამიანები, რომელთაც ქვეყნის მოსახლეობა ყოველთვის გასცემს პასუხს.
ვინც ემსახურება გარე ძალებს და მზად არის წავიდეს ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ასეთი პოლიტიკოსებისა და პარტიების ადგილი ჩვენს ქვეყანაში არ არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი

სალომე ზურაბიშვილი: აქ [საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში] ჩემი გზავნილი არის იმის კიდევ ერთხელ აღწერა, თუ რა არის მდგომარეობა საქართველოში, რაც იციან, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ ყოველ წუთს იცოდნენ ბოლომდე (ვიდეო)

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”