კახა კალაძე – სოფო ჯაფარიძე ჩვეულებრივი აგენტურის წარმომადგენელია – ასეულობით მილიონი დაიხარჯა, რათა შექმნილიყო ის აგენტურული ქსელი, რომელიც დღეს არის ამ რადიკალი „აკაცუკების“ სახით წარმოდგენილი

სოფო ჯაფარიძე ჩვეულებრივი აგენტურის წარმომადგენელია – ასეულობით მილიონი დაიხარჯა, რათა შექმნილიყო ის აგენტურული ქსელი, რომელიც დღეს არის ამ რადიკალი „აკაცუკების” სახით წარმოდგენილი, – ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის სოფო ჯაფარიძის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ „კობახიძე და „ქართული ოცნება“ კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს მათივე ყოფილი თანაგუნდელებისგან“.
როგორც კალაძემ აღნიშნა, „ჯაფარიძე ან ჯაფარიძისნაირი ტიპი რას იტყვის, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“.
„სოფო ჯაფარიძე ჩვეულებრივი აგენტურის წარმომადგენელია, რომელიც საქართველოში მუშაობს და ამის შექმნას გარკვეული წლები დასჭირდა. ასეულობით მილიონი დაიხარჯა, რათა შექმნილიყო ის აგენტურული ქსელი, რომელიც დღეს არის ამ რადიკალი “აკაცუკების” სახით წარმოდგენილი. ჯაფარიძე ან ჯაფარიძისნაირი ტიპი რას იტყვის, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება