– აუცილებლად გაგრძელდება ჩვენი ულამაზესი ქალაქის განვითარება, გაგრძელდება ზრუნვა თითოეულ თბილისელზე, მზად ვართ ვიყოთ თქვენ სამსახურში 24 საათის განმავლობაში!

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი განაგრძობს წინასაარჩევნო კამპანიას, რომლის ფარგლებში დღეს ვაზისუბნის დასახლებას სტუმრობდა.
მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე კახა კალაძემ სამომავლო გეგმებზე, დაგეგმილ პროექტებზე, დედაქალაქში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
თბილისის მერის თქმით, გარდა მსხვილი პროექტებისა, ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს „ამხანაგობის თანადაფინანსების პროგრამა“, რაც მისი საარჩევნო დაპირება იყო და წლებია წარმატებით ხორციელდება. კახა კალაძის განმარტებით, აღნიშნული პროგრამა მომდევნო 4 წლის განმავლობაში 250 მილიონი ლარით დაფინანსდება.
„პირველ რიგში, მადლობას გიხდით თქვენ, თბილისელებს, წლების მანძილზე გამოცხადებული დიდი ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. დღეს აქ ვიმყოფები ჩემს გუნდად ერთად, თქვენს მომავალ მაჟორიტართან ერთად და მზად ვართ, მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები, მივიღოთ ყველა ინფორმაცია იმ საჭიროებებზე, რაც ამ დასახლებას გააჩნია. იცით, რამდენი რამ გაკეთდა, არა მხოლოდ ისნის რაიონში, მთელ თბილისში იმისთვის, რომ თქვენი, მოსახლეობის ცხოვრების პირობები გაუმჯობესებულიყო, საცხოვრებელი გარემო გამხდარიყო უფრო კომფორტული და რაც შეიძლება მეტი სიკეთე მიგეღოთ მუნიციპალიტეტისგან სხვადასხვა სერვისის სახით. გაძლევთ პირობას, აუცილებლად გაგრძელდება ჩვენი ულამაზესი ქალაქის განვითარება, გაგრძელდება ზრუნვა თითოეულ თბილისელზე, მზად ვართ ვიყოთ თქვენ სამსახურში 24 საათის განმავლობაში,“- განაცხადა კახა კალაძემ.
ვაზისუბნის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები დაესწრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან წულაძე: ყველას, ვისაც გულის მაგივრად ჩვარი არ გიდევთ მკერდში, დაეხმარეთ შესანიშნავ ონლაინ მედიას, მე გაზეთს ვუძახი მაინც, ონლაინ გაზეთს – „ბათუმელები“, რომელსაც არ აქვს ფული, ანუ პატიოსანი ხალხია

იაგო კაჭკაჭიშვილი – არ გამოვრიცხავ, თავად ივანიშვილის ხედვა იყოს, რომ მისი ფიგურა, პოლიტიკური ბიოგრაფიით გამსახურდიასა და კოსტავას თანაზომიერია, თუმცა ზვიადი და მერაბი რომ ეროვნულ მოძრაობას ედგნენ სათავეში, მაშინ ის რუსეთში აკეთებდა ბიზნესს