კახა კალაძე – სამძიმარს ვუცხადებ ჩეხ ხალხს და ჩეხეთის მთავრობას – ამ მძიმე წუთებში საქართველო თქვენ გვერდითაა

თბილისის მერი კახა კალაძე ჩეხ ხალხს და ჩეხეთის მთავრობას სამძიმარს უცხადებს.
კალაძის თქმით, საქართველო ჩეხეთის გვერდითაა.
„სამძიმარს ვუცხადებ ჩეხ ხალხს და ჩეხეთის მთავრობას პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების გამო!
მთელი მსოფლიო შეძრა ამ საშინელმა ტრაგედიამ.
ამ მძიმე წუთებში საქართველო თქვენ გვერდითაა!“, – წერს კალაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე