ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე ჟურნალისტების კითხვაზე, ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით - არანაირი ინფორმაცია არ მაქვს - კი, ვმეგობრობ, ახლაც მეგობარია

კახა კალაძე ჟურნალისტების კითხვაზე, ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით - არანაირი ინფორმაცია არ მაქვს - კი, ვმეგობრობ, ახლაც მეგობარია

არანაირი ინფორმაცია არ მაქვს - კი, ვმეგობრობ. ახლაც მეგობარია, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით.
„[ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით] არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ბოლოს აღარ მახსოვს [როდის მქონდა კომუნიკაცია]. ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. კი, ვმეგობრობ. ახლაც მეგობარია. ჩემი თანაგუნდელი იყო, მეგობარი იყო. რა არის ამაში პრობლემა?! არ ვიცი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს [რა ინფორმაციაც ვრცელდება]“- განაცხადა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.