ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე - ნაძალადევის რაიონში კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

კახა კალაძე - ნაძალადევის რაიონში კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

კიდევ ერთი სკვერი რეაბილიტირდება ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩის N34-თან, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი დასვნით ეტაპზეა.
„პროექტის ფარგლებში, შესრულდა გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები, დამონტაჟდა განათების ბოძები, ტრენაჟორები და დასასვენებელი პავილიონი. მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა საბაღო სკამები და ურნები. გარდა ამისა, დაიგო ბალახი, დაირგო ხეები და ბუჩქები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.