ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე - მერია წლის განმავლობაში ყიდულობს ტექნიკას, რომელსაც შემდეგ სხვადასხვა ღონისძიებისთვის იყენებს

კახა კალაძე - მერია წლის განმავლობაში ყიდულობს ტექნიკას, რომელსაც შემდეგ სხვადასხვა ღონისძიებისთვის იყენებს

ტექნიკა, სცენა - ეს არის ის მიმართულება, რომელიც მერიას აღებული აქვს წლის განმავლობაში და ამას აძლევს „თბილისობაზე“ შესაბამის კომპანიებს. ამ მიმართულებით დამატებითი შესყიდვა არ არის საჭირო, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე შესაბამის კითხვას ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც კალაძემ განმარტა, ტექნიკის შესყიდვა გამარტივებული წესით არ ხდება.
„მერია წლის განმავლობაში აკეთებს ამ შესყიდვას, შემდეგ აღნიშნულ ტექნიკას, სცენას იყენებს სხვადასხვა ღონისძიებისთვის. მაგალითად, გუშინ ციციშვილის პარკის გახსნა გვქონდა, სადაც წარმოდგენილი იყო ტექნიკა, განათება, გახმოვანება. ამისთვის ცალკე ფული არ დაგვიხარჯავს, იმიტომ, რომ ერთხელ მოხდა ამის შესყიდვა და მთელი წლის განმავლობაში ამას ვიყენებთ. ასევეა „თბილისობაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.